რეკომენდაციები, რომელსაც კორონავირუსთან დაკავშირებით მგზავრები აეროპორტში იღებენ
რეკომენდაციები, რომელსაც კორონავირუსთან დაკავშირებით მგზავრები აეროპორტში იღებენ

საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ ჩინეთიდან საქართველოში ჩამოსული მგზავრები შემოწმდებიან ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციის შესაბამისად, რაც მოიცავს კორონავირუსის სიმპტომების შეფასებას.

„პირველ რიგში, მას ექნება საინფორმაციო ბუკლეტი, სადაც მითითებულია საყურადღებო სიმპტომები, მოხდება თერმული სკრინინგი და ვისაც დაუფიქსირდება 38 გრადუსი და მეტი ტემპერატურა, თვითმფრინავიდან ჩამოსვლის შემთხევევაში თუ ასეთი მგზავრი გამოჩნდება, მას ექნება საშუალება, რომ გაიაროს საწყისი ტრიაჟი ადგილზე, აეროპორტშივე, ვიდრე მოხდება მისი ან გამოშვება აეროპორტიდან ან გადამისამართება პირდაპირ სამედიცინო დაწესებულებაში“, – განუცხადა დღეს ჟურნალისტებს ჯანდაცვის მინისტრია მოადგილე თამარ გაბუნიამ.

სამინისტროში აცხადებენ, რომ ბუკლეტი შედგენილია სამ – ქართულ, ინგლისურ და ჩინურ ენებზე.

გთავაზობთ ინფორმაციას, რომესაც აღნიშნული ბუკლეტი შეიცავს:

„რა შეუძლიათ გააკეთონ საერთაშორისო მოგზაურებს ახალი კორონავირუსისგან (2019-nCov) საკუთარი თავისა და სხვების დასაცავად?

რეკომენდაციები უხანში (ჩინეთი) წამსლველთათვის

მოერიდეთ ავადმყოფ ადამიანებთან კონტაქტს;

მოერიდეთ ცხოველებთან კონტაქტს (მკვდარი, ცოცხალი) ცხოველთა ბაზრებს, ფერმებს, ცხოველურ პროდუქტებს (თერმულად არასაკმარისად დამუშავებული ხორცი);

ხშირად დაიბანეთ ხელები საპნითა და წყლით მინიმუმ 20 წამის განმავლობაში, ხოლო მათზე ხელმისაწვდომობის არქონის შემთხვევაში გამოიყენეთ ალკოჰოლის შემცველი სადენზიფექციო საშუალება;

ხანში შესულმა და ჯანმრთელობის პრობლემების მქონე მოგზაურებმა უხანში გამგზავრებით შესაძლებელია უფრო მეტი რისკი შეუქმნან საკუთარ ჯანმრთელობას, გამგზავრება უნდა შეათანხმონ თავიანთ სამედიცინო დახმარების მიმწოდებელთან.

თუ უკვე იმოგზაურეთ ვუჰანში (ჩინეთი) და უკანასკნელი ორი კვირის განმავლობაში გამოგივლინდათ შემდეგი სიმპტომები:

მაღალი ტემპერატურა,

ხველა,

სუნთქვის გაძნელება

მაშინ:

დაუყოვნებლივ მიმართეთ სამედიცინო მომსახურების მიმწოდებელს;

აცნობეთ ექიმს თქვენი მოგზაურობისა და სიმპტომების შესახებ;

მოერიდეთ სხვა ადამიანებთან კონტაქტს;

არ იმოგზაუროთ ავადმყოფობის პერიოდში;

დაიფარეთ პირისა და ცხვირის მიდამო ცხვირსახოცით ან ტანსაცმლის სახელოს გამოყენებით ( და არა ხელით) ცემინების და ხველის დროს;

ხშირად დაიბანეთ ხელები საპნითა და წყლით მინიმუმ 20 წამის განმავლობაში, ხოლო მათი არქონის შემთხვევაში გამოიყენეთ ალკოჰოლის შემცველი სადენზიფექციო საშუალება;

სიმპტომების არსებობის შემთხვევაში შეგიძლიათ დარეკოთ:

15 05(24/7 განმავლობაში) საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო

116 001 (ორშაბათი-პარასკევი, 10:00-17:00)დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი“, – აღნიშნულია ბუკლეტში.

ამასთან, ცოტა ხნის წინ გახდა ცნობილი, რომ პენიკი-ურუმჩი-თბილისის 25 და 27 იანვარს დაგეგმილი ავიარეისები გაუქმდა.

დატოვე კომენტარი