თბილისში ჩინეთიდან დღეს დაგეგმილი ავიარეისი გაუქმდა
თბილისში ჩინეთიდან დღეს დაგეგმილი ავიარეისი გაუქმდა

თბილისში ჩინეთიდან დღეს დაგეგმილი პირდაპირი ავიარეისი გაუქმდა, – ამის შესახებ ინფორმაცია საქართველოს პირველ არხს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დაუდასტურეს.

დღეს თბილისში ჩინეთიდან, ქალაქ ურუმჩიდან სამგზავრო თვითმფრინავი 21:35 საათზე უნდა ჩამოფრენილიყო.

როგორც საქართველოს პირველ არხს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ხელმძღვანელმა, ლევან კარანაძემ განუცხადა, რეისი ჩინური მხარის გადაწყვეტილებით გაუქმდა, საახალწლო ღონისძიებებთან დაკავშირებით.

ამასთან, სააგენტოში განმარტავენ, რომ გაუქმებულია პენიკი-ურუმჩი-თბილისის 25 და 27 იანვარს დაგეგმილი ავიარეისები.

ჩინეთში ახალი წელი დღეს აღინიშნება.

დატოვე კომენტარი