იტალიის ჩემპიონატის 28-ე ტურში მანუჩარ მარკოიშვილი თავის ყოფილ გუნდს დაუპირისპირდა – ქართველი ფორვარდის „რეჯო ემილია“, რომელიც პლეიოფში მოსახვედრად იბრძვის, „კანტუს“ ესტუმრა.
თანაბარი პირველი ტაიმის შემდეგ, „კანტუმ“ მეორე ნახევარში გატეხა „რეჯო ემილიას“ წინააღმდეგობა – 90:79 (24:25, 21:20, 24:17, 21:17).
მანუჩარ მარკოიშვილმა მატჩი სასტარტო ხუთეულში დაიწყო, 26 წუთი ითამაშა, რვა ქულა, ორი მოხსნა და ოთხი შედეგიანი გადაცემა გაიფორმა. მის ანგარიშზე ერთიდან ერთი ორქულიანი და ხუთიდან ორი სამქულიანია.
„რეჯო ემილიას“ 12 მოგება და 16 წაგება აქვს და რეგულარულის დასრულებამდე ორი ტურით ადრე, პლეიოფის ზონას ორი მოგებით ჩამორჩება.