რეჯეფ თაიფ ერდოღანი - თურქეთი არის ერთ-ერთი წამყვანი ქვეყანა, რომელიც მხარს უჭერს ნატო-ს საქმიანობას, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ყველა წინადადებას კითხვების გარეშე დავთანხმდებით
რეჯეფ თაიფ ერდოღანი - თურქეთი არის ერთ-ერთი წამყვანი ქვეყანა, რომელიც მხარს უჭერს ნატო-ს საქმიანობას, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ყველა წინადადებას კითხვების გარეშე დავთანხმდებით

შვედეთი არ უნდა ელოდოს, რომ თურქეთი დათანხმდება მის ნატო-ში გაწევრიანებას, ტერორისტების დაბრუნების გარეშე, – ამის შესხებ თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ქვეყნის პარლამენტში, მმართველი „სამართლიანობისა და განვითარების პარტიის“ შეხვედრაზე განაცხადა.

ერდოღანის თქმით, თურქეთი განხილვის გარეშე ნატო-ს გაფართოების საკითხს არ დათანხმდება.

„ნატო არის უსაფრთხოების ალიანსი და თურქეთი არ დათანხმდება, რომ ამ უსაფრთხოებას საფრთხე დაემუქროს. ნატო-ს გაფართოება თურქეთისთვის მნიშვნელოვანია, რამდენადაც ის შეესაბამება ჩვენ მგრძნობიარობას. თურქეთის მოთხოვნის მიუხედავად, შვედეთი უარს ამბობს ტერორისტების ექსტრადირებაზე. შვედეთის და ფინეთის დელეგაციები არ უნდა შეწუხდნენ თურქეთში ჩამოსვლით. შვედეთი არ უნდა ელოდოს, რომ თურქეთი დათანხმდება მის ნატო-ში გაწევრიანებას, ტერორისტების დაბრუნების გარეშე. თურქეთი ნატო-ს მოკავშირეებისგან ელოდება, რომ გაიგებენ თურქეთის მგძნობიარობას კონტრტერორისტული ძალისხმევის მიმართულებით და აჩვენებენ პატივისცემასა და მხარდაჭერას. ჩვენ ვართ ერთ-ერთი წამყვანი ქვეყანა, რომელიც აქტიურად უჭერს მხარს ალიანსის საქმიანობას, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ყველა წინადადებას კითხვების გარეშე დავთანხმდებით“, – განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა.