რეჯეფ თაიფ ერდოღანი - აშშ-ს და გერმანიას მართავს მედია და არა მათი ლიდერები
თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი აცხადებს, რომ დემოკრატია მედიასთან შეუთავსებელია. თურქული გამოცემა Hurriyet Daily News-ის ინფორმაციით, ამის შესახებ ერდოღანმა ანკარაში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
თურქეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ თანამედროვე მსოფლიოში ყველაზე ძლიერ ქვეყნებსაც კი, მედია მართავს. მისი თქმით, ამაში ის აშშ-სა და გერმანიაში ვიზიტისას დარწმუნდა.
„მე ვნახე, რომ ამ უზარმაზარ ქვეყნებს მართავს მედია და არა მათი ლიდერები. რადგან, ყოველ ჯერზე, როდესაც მე მათ ვესაუბრებოდი, ისინი ამბობდნენ: „ჩვენი მედია ამბობს ამას, ჩვენი მედია წერს იმას“. მე მათ ვუთხარი, „უბრალოდ დაივიწყეთ მედია და მითხარით, რას ამბობს თქვენი ხალხი“, – განაცხადა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა.
„ჩვენთვის მნიშვნელოვანია, როგორ გვაფასებს ხალხი. დემოკრატია უფლებამოსილია ხალხის მიერ. დემოკრატია არის, თუ არის ხალხი. დემოკრატია შეუძლებელია მედიასთან ერთად“, – განაცხადა ერდოღანმა.
თურქეთის პრეზიდენტის თქმით, კარგი პოლიტიკოსი ვერ გაატარებს ჯანსაღ პოლიტიკას, თუ მას მედიის ეშინია.
ერდოღანმა ასევე თურქ მეცნიერებს მოუწოდა, დაეხმარონ ხელისუფლებას თურქეთის წინააღმდეგ მედიაში წარმოებული საინფორმაციო კამპანიის წინააღმდეგ ბრძოლაში