რეჯეფ თაიფ ერდოღანი - ანკარას შეშფოთებების გათვალისწინების გარეშე, შვედეთისა და ფინეთის ნატო-ში გაწევრიანებაზე საუბარი ვერ იქნება
რეჯეფ თაიფ ერდოღანი - ანკარას შეშფოთებების გათვალისწინების გარეშე, შვედეთისა და ფინეთის ნატო-ში გაწევრიანებაზე საუბარი ვერ იქნება

ანკარას შეშფოთებების გათვალისწინების გარეშე, შვედეთისა და ფინეთის ნატო-ში გაწევრიანებაზე საუბარი ვერ იქნება, – ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა შვედეთისა და ფინეთის დელეგაციებთან გამართული სამმხრივი შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

პრეზიდენტის პრესსპიკერის იბრაჰიმ კალინის განმარტებით, „ძალიან მკაფიოდ განვაცხადეთ, რომ პროცესი პროგრესს ვერ განიცდის, თუ თურქეთის უსაფრთხოების საკითხები არ გადაიჭრება კონკრეტული ნაბიჯებით და განსაზღვრულ გრაფიკში“.

როგორც ცნობილია, თურქეთი ნატო-ს ერთადერთი წევრია, რომელიც ფინეთისა და შვედეთის ალიანსში გაწევრიანების წინააღმდეგ გამოდის. ანკარაში აცხადებენ, რომ შვედეთი და ფინეთი თურქეთის მიერ ტერორისტულ ორგანიზაციად გამოცხადებულ „ქურთისტანის მუშათა პარტიის“ წევრებს თავშესაფარს აძლევს.