16 თებერვალს, ბაკურიანში Red Bull Homerun გაიმართა. ექსტრემალურ-გასართობ შეჯიბრში მონაწილეობა ასამდე ზამთრის სპორტის მოყვარულმა მიიღო. თხილამურის კატეგორიაში ყველაზე სწრაფები აღმოჩნდნენ სუსანა გავვა და დავით თედიაშივლი, ხოლო სნოუბორდის კატეგორიაში – საბა ქუმარიტაშვილი და ეკატერინე უროევა. ბეჟანი მიქაბერიძე კი დაჯილდოვდა ყველაზე კრეატიული კოსტიუმისთვის.
Red Bull Homerun-იპირველად ჩატარდება ბაკურიანში. შეჯიბრისთვის დიდველის ტრასა „ნოდო“ შეირჩა. 23 თებერვალს კი, უკვე მესამედ, შეჯიბრს გუდაური უმასპინძლებს.
Red Bull Homerun-ს უნიკალური ფორმატი აქვს: სტარტიდან 50 მეტრს მონაწილეები, საკუთარ თხილამურებამდე/სნოუბორდამდე, სირბილით გადიან. შემდეგ კი, სწრაფად ეშვებიან ფინიშისკენ, სადაც მონაწილეებსა და მათ გულშემატკივრებს დაუვიწყარი გართობა ელოდებათ.
მონაწილეობა შეუძლიათ მოყვარულ ან პროფესიონალ მოთხილამურეებსა და სნოუბორდერებს, რომლებსაც უკვე შეუსრულდათ 16 წელი.
თითო ლოკაციაზე შეჯიბრს ხუთი გამარჯვებული ჰყავს: ყველაზე სწრაფი მოთხილამურე გოგო და ბიჭი, და ყველაზე სწრაფი სნოუბორდერი გოგო და ბიჭი. ისინი ფულადი პრიზებით ჯილდოვდებიან. წელს პირველად გამოვლინდება ყველაზე კრეატიულად ჩაცმული მონაწილე, რომელსაც „რედკო საქართველოსგან“ ერთდღიანი დასვენება გადაეცემა.
გასულწელს, გუდაურში, 150-მა ზამთრის სპორტის მოყვარულმა მიიღო მონაწილეობა, მათ შორის იყვნენ ტურისტები უკრაინიდან, საბერძნეთიდან, პოლონეთიდანდა ა.შ.