„რედ ბულ ფლიკის“ (Red Bull Flick) საქართველოს ჩემპიონატის შესარჩევი 17 აპრილს დაიწყება #1TVSPORT
„რედ ბულ ფლიკის“ (Red Bull Flick) საქართველოს ჩემპიონატის შესარჩევი თამაშები 17 აპრილს დაიწყება. „ქაუნთერ სთრაიქის“ ორი-ორის წინააღმდეგ ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპი 18 აპრილს, ხოლო ფინალი – 25 აპრილს არის დაგეგმილი.
- ონლაინ შესარჩევი: 17 აპრილი/ 20:00 (წაგება-გავარდნა პრინციპი)
- ჯგუფური ეტაპი: 18 აპრილი / 20:00 (შვეიცარული ჯგუფური სისტემა)
- ფინალი: 25 აპრილი / 20:00 (ორმაგი გავარდნის სისტემა)
Red Bull FLICK-ის CS:GO-ს 2vs2 ჩემპიონატია, რომელიც საქართველოში მეორედ იმართება. ონლაინ ჩემპიონატის საპრიზო ფონდი 5000 ლარია და პირველ სამ გუნდზე ასე ნაწილდება:
I ადგილი: 2500 ლარი
II ადგილი: 1500 ლარი
III ადგილი: 1000 ლარი
თამაშს უნიკალური კონცეფცია და ექსკლუზიური სათამაშო რუკები აქვს: ამჯერად მოქმედბა ალტერნატიულ მომავალში, მაღალტექნოლოგიურ პლანეტა BU-11-ზე მიმდინარეობს, სადაც გეიმინგი გართობის მთავარი საშუალებაა, ხოლო ვირტუალურ არენებზე მონაწილეების ავატარები იბრძვიან. მათი მიზანია მიაღწიონ გეიმერებისთვის ყველაზე სასურველ, ორბიტალურ კოსმოსურ სადგურს, WI-NG:5 -ს. თამაშის გამარჯვებულები ისტორიის ნაწილი ხდებიან, დამარცხებულები კი – დემატერიალიზდებიან.
ჩემპიონატში მონაწილეობა შეუძლიათ გეიმერებს 16 წლიდან, მონაწილეობა უფასოა. რეგისტრაცია გრძელდება 17 აპრილის 19:55 საათამდე.
2020 წელს Red Bull FLICK -ის ჩემპიონატში გამარჯვება Team UFG სახელით მოიპოვეს გიორგი კოშაძემ და სანდრო ჭიღლაძემ.
ქაუნთერ სთრაიქის ორი-ორზე შეჯიბრება FACEIT-ის პლატფორმაზე გაიმართება, რომელიც შექმნილია ორ და მეტ მოთამაშიანი ონლაინ ჩემპიონატების მასპინძლობისთვის.