ისტორიული მატჩი - „ლოკომოტივის“ eSports-ის გუნდი „აიაქსთან“ დამარცხდა #1TVSPORT
ისტორიული მატჩი - „ლოკომოტივის“ eSports-ის გუნდი „აიაქსთან“ დამარცხდა #1TVSPORT

თბილისის „ლოკომოტივის“ eSports-ის გუნდმა ისტორიულ მატჩი გამართა – ქართული გუნდი „აიაქსის“ eSports-ის წარმომადგენლებს დაუპირისპირდა.

მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო eSports-ის გუნდთან ძალები თბილისის „ლოკომოტივის“ სახელით მოთამაშე ნიკა ასათაშვილმა და ლადო ონიანმა მოსინჯეს.

მატჩის პირდაპირი რეპორტაჟი „ლოკომოტივის“ და საქართველოს კიბერფეხბურთის ფედერაციის ვებ და სოციალური ქსელების გვერდზე, ასევე „იუთუბ“ არხზე გადაიცემოდა. მატჩის კომენტატორები კი გიორგი კალატოზი და ლევან გოგორელიანი იყვნენ.

ეროვნული ლიგის პირველი eSports-ის გუნდმა „აიაქსის“ წარმომადგენლებს დიდი წინააღმდეგობა გაუწიეს. ლადო ონიანმა და ნიკა ასათაშვილმა მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო გუნდის წინააღმდეგ ოთხი მატჩი გამართეს და საბოლოო შედეგი, 3:1 დააფიქსირეს.