„გოლმა“ მამარდაშვილი გამოარჩია - ქართველი ყველაზე პერსპექტიულ მეკარეთა სამეულშია #1TVSPORT
„გოლმა“ მამარდაშვილი გამოარჩია - ქართველი ყველაზე პერსპექტიულ მეკარეთა სამეულშია #1TVSPORT

პოპულარული ინტერნეტ-თამაშის, FIFA 22-ის რეიტინგები goal-მა შეაფასა და ტოპ-50 ახალგაზრდა მეკარეებს შორის 20 წლის გიორგი მამარდაშვილი მესამე პოზიციაზე დაასახელა.

მსოფლიოში ცნობილი ინტერნეტ-გვერდის ჟურნალისტის შეფასებით, საქართველოს ნაკრებისა და „ვალენსიას“ მეკარე დასახელებულ კანდიდატებს შორის, ტოპ-ლიგაში სათამაშოდ ყველაზე მეტადაა მზად.

„goal მსოფლიოს რამდენიმე საუკეთესო მეკარის პოტენციურ შესაძლებლობებს კარიერულ რეჟიმში იკვლევს. ისევე, როგორც რეალურ ცხოვრებაში, FIFA 22-შიც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია გყავდეთ მეკარე, რომელთაც კარის დაცვა შეუძლიათ. იმისათვის, რომ დაგეხმაროთ FIFA 22-ში წარმატების მიღწევაში, ჩვენ განვიხილავთ საუკეთესო ახალგაზრდა მეკარეებს, რომელთა შეძენაც თამაშში შეგიძლიათ“, – წერს goal-ის ჟურნალისტი.

„გიორგი მამარდაშვილი თამაშში ყველაზე ძვირად ღირებული ახალგაზრდა მეკარეა. ის მეტ-ნაკლებად ყველაზე მეტადაა მზად, რომ ტოპ-ლიგის გუნდის ძირითად შემადგენლობაში ითამაშოს, რასაც „ვალენსიას“ შეხვედრებში მისი მონაწილეობაც მოწმობს“, – წერს გამოცემა.

 

CR = მიმდინარე რეიტინგი

PR = პოტენციური რეიტინგი

VA = ღირებულება

 

FIFA 22 საუკეთესო ახალგაზრდა მეკარეები

მაარტენ ვანდევორდტი, გენკი 71 (CR), 87 (PR), 3,7 მილიონი ფუნტი (VA)

ხარის ჩატიგავრიელი, აპოელი 58 (CR), 84 (PR), შეუფასებელია (VA)

გიორგი მამარდაშვილი, ვალენსია 75 (CR), 83 (PR), 9,0 მ (VA)

დოგან ალემდარდი, რენი 68 (CR), 83 (PR), 2,1 მ (VA)

ჟოან გარსია, ესპანიოლი 67 (CR), 83 (PR), 2,1 მ (VA)

დატოვე კომენტარი