„რედ ბულ ფლეიერ ვან“-ის 16 საუკეთესო მოთამაშე ცნობილია
„რედ ბულ ფლეიერ ვან“-ის 16 საუკეთესო მოთამაშე ცნობილია

18, 19 და 20 ოქტომბერს „რედ ბულ ფლეიერ ვან“-ის (Red Bull Player One) „ონლაინ“ შესარჩევი თამაშები ჩატარდა. ჯამში ხუთი თამაში 332-მა მონაწილემ ითამაშა. მათგან მხოლოდ 16 მიიღებს მონაწილეობას „ოფლაინ“ შესარჩევ თამაშში, რომელიც 26 და 27 ოქტომბერს გაიმართება.

„რედ ბულ ფლეიერ ვან“-ის შესარჩევი საქართველოში წელს პირველად ჩატარდა. თამაში League of Legends-ის ერთი-ერთზე ვერსიაა. ტურნირის გამარჯვებულიც ერთი ადამიანი იქნება, რომელიც ბრაზილიაში, ფინალში სათამაშოდ გაემგზავრება.

„რედ ბულ ფლეიერ ვან“-ი გლობალური ჩემპიონატია, რომელიც 2014 წლიდან ტარდება. ტურნირის ფინალი ბრაზილიაში, სან პაულუში „რაიოტ გეიმსი“ (Riot Games) ჰაბში იმართება. წელს „რედ ბულ ფლეიერ ვან“-ის ტურნირში 12 ქვეყანა მონაწილეობს.

საქართველოს „ოფლაინ“ შესარჩევი 26 და 27 ოქტომბერს გაიმართება.

„რედ ბულ ფლეიერ ვან“-ის საქართველოს „ონლაინ“ შესარჩევის გამარჯვებულები გახდნენ:

1. ვალერიან თამაზაშვილი (Leggionaire)
2. ლევან ტაბიძე (Tabia)
3. საბა ძანძავა (Pink Rabbits)
4. ლუკა ბენდელიანი (fLuk3)
5. გიორგი ბარბაქაძე (Wiñter is Here)
6. ლუკა კაპანაძე (Asura Unchained)
7. ვანო კობაიძე (LIL TALIKA)
8. გუკა კოტიძაძე (Gukka)
9. გიორგი ფირანიშვილი (jibacha)
10. ედუარდ მირაქიანი (The Edo Baby)
11. არჩილ რამიშვილი (Awogih)
12. რატი გოცირიძე (Hëîsenberg)
13. გიორგი ჟვანია (The Radical Ivy)
14. საბა გაგნიძე (IICHaquCHall)
15. ლუკა თურქია (Pickle ojustice)
16. ილია იაკობაშვილი (Templier Fishou)