ფიგურული ციგურაობა | ჩინეთის გრანპრიზე ანასტასია გუბანოვა მოკლე პროგრამის შემდეგ მეორე ადგილზეა #1TVSPORT

14:13, 06.11.2026

ჩინეთის ქალაქ შენჟენში დაიწყო ფიგურულ ციგურაობაში გრანპრის სერიის მესამე ეტაპი, სადაც საქართველოს ოლიმპიური ნაკრები სრული შემადგენლობით მონაწილეობს.

ტურნირზე ქალთა შორის მოკლე პროგრამით ანასტასია გუბანოვა გამოვიდა, რომელმაც 75.05 ქულა დააგაროვა და მეორე ადგილზეა, პირველ პოზიციაზე იაპონელი მონე ჩიბა (76.08) გავიდა.

გუბანოვა თავისუფალი პროგრამით 7 ნოემბერს იასპარეზებს.

დღეს ტურნირზე სპორტულ ცეკვებში დიანა დევისისა და გლებ სამოლკინის წყვილმა რიტმული ცეკვების შემდეგ მეორე ადგილი დაიკავა. დღესვე მოკლე პროგრამით ლუკა ბერულავა-ანასტასია მეტელკინა (სპორტული წყვილები) და ნიკა ეგაძე (კაცები) იასპარეზებენ.

ჩინეთის გრანპრის განრიგი:

7 ნოემბერი

დიანა დევისი-გლებ სმოლკინი (სპორტული ცეკვები) – თავისუფალი პროგრამა;

ანასტასია გუბანოვა (ქალები) – თავისუფალი პროგრამა;

ლუკა ბერულავა-ანასტასია მეტელკინა (სპორტული წყვილები) – თავისუფალი პროგრამა;

8 ნოემბერი

ნიკა ეგაძე (კაცები) – თავისუფალი პროგრამა.

მსგავსი