ფიგურული ციგურაობა | ჩინეთის გრანპრიზე დიანა დევისისა და გლებ სმოლკინის წყვილი რიტმული ცეკვების შემდეგ მეორე ადგილზეა #1TVSPORT

12:22, 06.11.2026

ჩინეთის ქალაქ შენჟენში დაიწყო ფიგურულ ციგურაობაში გრანპრის სერიის მესამე ეტაპი, სადაც საქართველოს ოლიმპიური ნაკრები სრული შემადგენლობით მონაწილეობს.

შეჯიბრების პირველ დღეს სპორტულ ცეკვებში დიანა დევისისა და გლებ სმოლკინის წყვილმა რიტმულ ცეკვებში 79.31 ქულა დააგაროვა და მეორე ადგილზეა.

საქართველოს ნაკრების წევრები თავისუფალი პროგრამით 7 ნოემბერს გამოვლენ.

დღეს ტურნირზე მოკლე პროგრამით ანასტასია გუბანოვა (ქალები), ლუკა ბერულავა-ანასტასია მეტელკინა (სპორტული წყვილები) და ნიკა ეგაძე (კაცები) იასპარეზებენ.

ჩინეთის გრანპრის განრიგი:

7 ნოემბერი

დიანა დევისი-გლებ სმოლკინი (სპორტული ცეკვები) – თავისუფალი პროგრამა;

ანასტასია გუბანოვა (ქალები) – თავისუფალი პროგრამა;

ლუკა ბერულავა-ანასტასია მეტელკინა (სპორტული წყვილები) – თავისუფალი პროგრამა;

8 ნოემბერი

ნიკა ეგაძე (კაცები) – თავისუფალი პროგრამა.

მსგავსი