ლეგენდარულმა ესპანელმა ფორვარდმა რაულმა, შესაძლოა, მადრიდის „რეალის“ მთავარი მწვრთნელის პოსტი დაიკავოს. 43 წლის სპეციალისტი დღეისთვის „რეალის“ სარეზერვო გუნდის დამრიგებელია.
რამდენიმე ესპანური გაზეთის ინფორმაციით, რაული შედის გუნდის მთავარი მწვრთნელის პოსტზე პოტენციურ პრეტენდენტთა სიაში. ამასთან, მადრიდელები პრიორიტეტულ ვარიანტად განიხილავენ 48 წლის მაურისიო პოჩეტინოს.
ამჟამად, „სამეფო კლუბის“ მთავარი მწვრთნელია ზინედინ ზიდანი. მისი გუნდი უკვე სამი მატჩია ვერ იმარჯვებს პრიმერა დივიზიონში, ხოლო ჩემპიონთა ლიგის ბოლო ტურში „შახტართან“ წააგო და B ჯგუფში მესამე ადგილამდე დაქვეითდა.
48 წლის ზიდანის მიმდინარე კონტრაქტი კლუბთან 2022 წლის ზაფხულამდეა ძალაში.