„რეალმა“ ვინისიუსს აცნობა, რომ კონტრაქტზე ბოლო შეთავაზება აღარ შეიცვლება #1TVSPORT

22:35, 31.07.2026

მადრიდის „რეალი“ აღარ აპირებს ვინისიუსთან ახალ კონტრაქტზე მოლაპარაკებების გაგრძელებას.

როგორც გაზეთი Marca წერს, „სამეფო კლუბმა“ აცნობა ფეხბურთელის გარემოცვას, რომ ბოლო წინადადება ახალ ხელშეკრულებაზე აღარ შეიცვლება და ის საბოლოო ვარიანტია.

ხელფასის ახალი მატება და მოლაპარაკებების ახალი რაუნდი აღარ იქნება. „რეალი“ არ აპირებს ბრაზილიელის გამო ხელფასების არსებული სტრუქტურის შეცვლას.

თუ ვინისიუსი უარს იტყვის ბოლო შეთავაზებაზე, კლუბი განიხილავს გარემარბის ამ ზაფხულს გაყიდვას. 26 წლის ბრაზილიელის მოქმედი ხელშეკრულება 2027 წლის ზაფხულში იწურება.

მსგავსი