„რეალმა“ ტრანსფერებზე 181 მილიონი ევრო იზარალა
„რეალმა“ ტრანსფერებზე 181 მილიონი ევრო იზარალა

კვლევითმა ცენტრმა CIES Football Observatory  ბოლო ორი სტრანსფერო ფანჯრის პერიოდში კლუბების ფინანსური ბალანსი გამოაქვეყნა.

აღმოჩნდა, რომ ამ მხრივ ყველაზე ცუდი შედეგი „სამეფო კლუბს“ აქვს. მადრიდელებმა ფეხბურთელების შეძენაში 330 მილიონი ევრო დახარჯეს, გაყიდვით კი 141 მილიონი გამოიმუშავეს. შესაბამისად, „რეალს“ 181 მილიონის ზარალი ჰქონდა.

არასახარბიელო სიის მეორე ადგილზე ინგლისური „ასტონ ვილაა“ (-169 მილიონი), მესამე ადგილზე კი „ბარსელონა“ გავიდა (-166 მილიონი).