„რეალმა“ სანტიაგო ბერნაბეუს თასი მოიგო [ვიდეო]

მადრიდში „რეალმა“ და „მილანმა“ სანტიაგო ბერნაბეუს თასი გაითამაშეს. შეხვედრა მასპინძელმა გუნდმა 3:1 მოიგო.
უკვე მეორე წუთზე ქარიმ ბენზემამ “რეალი” წინ გაიყვანა, თუმცა, ორ წუთში გონსალო იგუაინმა ანგარიში გაათანაბრა. ეს იყო არგენტინელის პირველი გოლი ახალი გუნდის შემადგენლობაში.

პირველი ტაიმის ბოლოს, გარეტ ბეილმა მეორედ დააწინაურა “რეალი”, მატჩის ბოლოს კი ბორხა მაიორალმა მადრიდელთა საბოლოო უპირატესობა დააფიქსირა – 3:1.
სანტიაგო ბერნაბეუს თასი 1979 წლიდან ყოველ წელს თამაშდება.
გუნდებმა ასეთი შემადგენლობებით ითამაშეს:

რეალი: ნავასი (ლუნინი, 78), ვარანი (რეგილონი, 60), მარსელო (ნაჩო, 46), კარვახალი (სერხიო ლოპესი, 77), რამოსი (ვალვერდრე, 77), ისკო (მოდრიჩი, 76), კროოსი (ლორენტე, 60), ასენსიო (ვინისიუსი, 77), კაზემირო (სებალიოსი, 46), ბეილი (ვასკესი, 77), ბენზემა (მაიორალი, 77).
მილანი: დონარუმა, მუსაჩო (ბელანოვა, 83), როდრიგესი (კალდარა, 56), კალაბრია (სიმიჩი, 82), რომანიოლი, ბონავენტურა (ჩალჰანოგლუ, 56), ბილია (მაური, 65), სუსო, კესიე, ბორინი (კუტრონე, 46), იგუაინი (ბაკა, 65).