„რეალმა“ „სანტიაგო ბერნაბეუს“ გახსნის მატჩზე „ალ-ნასრი“ მიიწვია #1TVSPORT
მადრიდის „რეალს“ სურს, მიიწვიოს საუდის არაბეთის „ალ-ნასრი“ განახლებული „სანტიაგო ბერნაბეუს“ გახსნის მატჩზე.
გამოცემა Saudiworldfootball-ის ინფორმაციით, რამდენიმე დღის წინ მადრიდელებმა კრიშტიანო რონალდოს გუნდს შესაბამისი წინადადება გაუგზავნეს. მატჩი, შესაძლოა, ამა წლის ბოლოს გაიმართოს.
როგორც წყარო ირწმუნება, „რეალს“ „ალ-ნასრი“ იდეალურ მეტოქედ მიაჩნია „სანტიაგო ბერნაბეუზე“ პირველი მატჩისთვის არენის რეკონსტრუქციის შემდეგ.
„ალ-ნასრის“ ლიდერს, კრიშტიანო რონალდოს ცხრა სეზონი აქვს გატარებული „რეალში“ და ამ გუნდში 15 ტიტული მოიპოვა.