„რეალმა“ ოქტომბრის შემდეგ პირველად წააგო და ლიდერობა დაკარგა
„რეალმა“ ოქტომბრის შემდეგ პირველად წააგო და ლიდერობა დაკარგა

მადრიდის „რეალმა“ ესპანეთის ჩემპიონატის 25-ე ტურში „ლევანტესთან“ 0:1 წააგო. ერთადერთი გოლი 79-ე წუთზე ფორვარდმა ხოსე მორალესმა გაიტანა.

„რეალი“ ესპანეთის ჩემპიონატში ოქტომბრის შემდეგ პირველად დამარცხდა. მადრიდელთა წაუგებელი სერია 15 მატჩს შეადგენდა.

ამ წაგებით „რეალმა“ დაკარგა ლიდერობა ლა ლიგაში – ზინედინ ზიდანის გუნდი ორი ქულით ჩამორჩება „ბარსელონას“. შეგახსენებთ, რომ წინა ტურში მადრიდულმა კლუბმა შინ  „სელტას“ვერ მოუგო.