მადრიდის „რეალმა“ შეთახმებას მიაღწია „ინტერისა“ და არგენტინის ნაკრების ფორვარდთან ლაუტარო მარტინესთან, – ამტკიცებს გამოცემა Sportmediaset.
წყაროს ცნობით, 23 წლის ფორვარდის აგენტებმა შეათანხმეს „სამეფო კლუბთან“ ფეხბურთელის პირადი კონტარქტის პირობები. მარტინესი “რეალში“ ერთი სეზონის განმავლობაში რვა მილიონ ევროს გამოიმუშავებს. არგენტინელის ტრანსფერის სქემაში ჩართული იქნება „რეალის“ ფორვარდი ლუკა იოვიჩი, რომელიც საპირისპირო მიმართულებით „ინტერში“ გაემგზავრება.
შეგახსენებთ, რომ ბოლო თვეების განმავლობაში ლაუტაროზე მთავარი პრეტენდენტად „ბარსელონა“ მიიჩნეოდა, მაგრამ კატალონურ და მილანურ კლუბებს შორის მოლაპარაკებები გაჭიანურდა და საბოლოოდ, დროებით შეწყდა.
გასულ სეზონში ლაუტარომ „ინტერის“ შემადგენლობაში 49 მატჩი ჩაატარა, 21 გოლი გაიტანა და შვიდი შედეგიანი გადაცემა შეასრულა. მისი კონტრაქტი იტალიურ გუნდთან 2023 წლის ზაფხულამდეა ძალაში. მარტინესის სატრანსფერო ღირებულება 70 მილიონ ევროს შეადგენს.