„რეალმა“ დავიდ ალაბას წასვლის შესახებ გამოაცხადა #1TVSPORT

12:40, 24.05.2026

ავსტრიელი მცველი დავიდ ალაბა სეზონის დასრულების შემდეგ მადრიდის „რეალს“ დატოვებს, – ამის შესახებ წერს კლუბის ოფიციალური ვებგვერდი.

მხარეებმა მიიღეს გადაწყვეტილება, არ გაახანგრძლივონ მოქმედი კონტრაქტი, რომელიც 30 ივნისს იწურება.

ალაბა „რეალში“ 2021 წლიდან თამაშობდა. ესპანურ კლუბში 33 წლის ავსტრიელმა 131 მატჩი ჩაატარა, ხუთი გოლი გაიტანა და ცხრა შედეგიანი გადაცემა შეასრულა. მადრიდული გუნდის შემადგენლობაში ის ორჯერ გახდა ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული (2021/22, 2023/24).

მსგავსი