„რეალმა“ „დალასი“ დაამარცხა, ლუკა დონჩიჩმა მხოლოდ 5 წუთი ითამაშა [ვიდეო] #1TVSPORT
ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის (NBA) ახალი სეზონისთვის მზადების ციკლში „დალასმა“ მადრიდში გამართა საჩვენებელი შეხვედრა მადრიდის „რეალთან“.
მატჩი ესპანურმა კლუბმა მოიგო 127:123, მიუხედავად იმისა, რომ მეოთხე მეოთხედში „მავერიქსი“ 12 ქულით იყო წინ.
შეხვედრის საუკეთესო მოთამაშე გახდა „რეალის“ არგენტინელი გამთამაშებელი ფაკუნდო კამპაცო – მან 20 ქულა, 6 მოხსნა და 8 შედეგიანი გადაცემა დააგროვა.
„დალასის“ ლიდერმა, ლუკა დონჩიჩმა თავისი ყოფილი კლუბის წინააღმდეგ მოედანზე ხუთი წუთი გაატარა და ცხრა ქულა მოაგროვა. ამერიკელთა სამწვრთნელო შტაბმა გადაწყვიტა, არ გაერისკა სლოვენიელი კალათბურთელის ჯანმრთელობით.
აღნიშნული შეხვერდა მიეძღვნა ესპანეთში NBA-ის კლუბების პირველი მატჩების 35 წლის იუბილეს.