„რეალმა“ და რიუდიგერმა კონტრაქტზე მოილაპარაკეს, „ჩელსი“ ადასტურებს ფეხბურთელის წასვლას #1TVSPORT
„რეალმა“ და რიუდიგერმა კონტრაქტზე მოილაპარაკეს, „ჩელსი“ ადასტურებს ფეხბურთელის წასვლას #1TVSPORT

„ჩელსის“ მცველი ანტონიო რიუდიგერი მადრიდის „რეალში“ გააგრძელებს კარიერას.

ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო საკუთარ „ტვიტერში“ წერს, რომ ესპანეთის ჩემპიონატის ლიდერმა და 29 წლის ფეხბურთელმა მოილაპარაკეს კონტრაქტზე, რომელიც 2026 წლის ივნისამდე იქნება ძალაში

ყველა საჭირო დოკუმენტის გაფორმებამდე დარჩა ზოგიერთი დეტალის მოგვარება. ოფიციალურად ტრანსფერის შესახებ სეზონის დასრულების შემდეგ გამოაცხადებენ.

რიუდიგერის „ჩელსიდან“ წასვლა დაადასტურა ლონდონური გუნდის მთავარმა მწვრთნელმა თომას ტუხელმა: „ჩვენ ხელები გვაქვს შეკრული სანქციების გამო. „ჩელსის“ ის ძალიან დააკლდება“.

ამ სეზონში გერმანელმა ფეხბურთელმა 47 მატჩი ჩაატარა, ხუთი გოლი გაიტანა და ორი შედეგიანი გადაცემა შეასრულა.