„რეალმა“ აზარის ტრავმა არ დაადასტურა
„რეალმა“ აზარის ტრავმა არ დაადასტურა

მადრიდის „რეალის“ მთავარმა მწვრთნელმა, ზინედინ ზიდანმა კომენტარი გაუკეთა ჭორებს იმის შესახებ, რომ ნახევარმცველი ედენ აზარი ფეხის ტრავმის გამო გუნდის მომდევნო შეხვედრას გამოტოვებს.

„ეს მხოლოდ უმნიშვნელო დაზიანებაა, ერთგვარი დისკომფორტი მიღებული დარტყმისგან. ეს არ იყო რეციდივი. ის ნორმალურად ვარჯიშობს. იმედი მაქვს, აზარი ჩვენთან იქნება ლა ლიგას ბოლო ოთხ მატჩში, შემდეგ კი ჩემპიონთა ლიგაზე. ხანდახან აზარი მცირე დისკომფორტს გრძნობს, მაგრამ ეს ნორმალურია. მას სურს გუნდის დახმარება და „ალავესის“ წინააღმდეგ ის გუნდთან ერთად იქნება“, – განაცხადა ზიდანმა.

ამ სეზონში აზარმა „რეალში“ მხოლოდ 19 ოფიციალური მატჩი ჩაატარა.

„რეალსა“ და „ალავესს“ შორის მატჩი 10 ივლისს გაიმართება.