„რეალმა“ ახალი სეზონისთვის ახალწვეულების ნომრები გამოაცხადა #1TVSPORT
მადრიდის „რეალმა“ გამოაქვეყნა 2026-27 წლების სეზონისთვის თავისი ახალწვეულების სათამაშო ნომრები.
მცველი იბრაიმა კონატე მე-16 ნომრით ითამაშებს, მარკ კუკურელიამ მიიღო მე-17 ნომერი, დენზელ დუმფრიზმა – 24-ე. ნახევარმცველმა ბერნარდო სილვამ მე-20 ნომერი აირჩია, იან დიომანდე 25-ე ნომერი იქნება, კარლოს ესპი – მე-19.
რაულ ასენსიომ აიღო მე-2 ნომერი, რომელიც თავისუფალი გახდა დანიელ კარვახალის წასვლის შემდეგ. დინ ჰუისენმა მიიღო მე-4 ნომერი, რომელიც მანამდე დავიდ ალაბას ეკუთვნოდა. ფორვარდი ენდრიკი, რომელიც „რეალში“ „ლიონიდან“ იჯარის შემდეგ დაბრუნდა, ისევ მე-9 ნომერზე შეჩერდა.
„რეალი“ ესპანეთის ჩემპიონატში პირველ მატჩს 22 აგვისტოს „ესპანიოლის“ წინააღმდეგ ჩაატარებს.