„რეალმა“ 2023-24 წლების ჩემპიონთა ლიგაზე 139 მილიონი ევრო გამოიმუშავა - უეფა-მ გასული სეზონის ფინანსური ანგარიში გამოაქვეყნა #1TVSPORT
„რეალმა“ 2023-24 წლების ჩემპიონთა ლიგაზე 139 მილიონი ევრო გამოიმუშავა - უეფა-მ გასული სეზონის ფინანსური ანგარიში გამოაქვეყნა #1TVSPORT

მადრიდის „რეალმა“ უეფა-სგან ყველაზე დიდი თანხა მიიღო შარშანდელ სეზონში ჩემპიონთა ლიგაზე გამოსვლის სანაცვლოდ.

უეფა-ს ფინანსური ანგარიშის თანახმად, 2023-24 წლების ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულმა დაახლოებით 139 მილიონი ევრო მიიღო, საიდანაც 14 მილიონი ევრო სატელევიზიო უფლებებისგან მიღებულ მოგებაზე მოდის.

საპრიზო თანხის ოდენობით მეორე ადგილზეა „პარი სენ-ჟერმენი“ (122,4 მილიონი ევრო), მესამეზე – შარშანდელი ფინალისტი „დორტმუნდი“ (120 მილიონი).

„მანჩესტერ სიტიმ“ უეფა-სგან მიიღო 110.5 მილიონი ევრო ჩემპიონთა ლიგაზე გამოსვლისთვის და 4.5 მილიონი ევროპის სუპერთასზე თამაშისთვის. „ბარსელონას“ შემოსავალმა 98 მილიონი ევრო შეადგინა.

„მანჩესტერ იუნაიტედმა“, რომელმაც ჯგუფში ბოლო ადგილი დაიკავა, დაახლოებით 61 მილიონი ევრო გამოიმუშავა, ყველაზე ნაკრები თანხა კი „ანტვერპენს“ ერგო – 22 მილიონი.

ევროპის ლიგის მონაწილეებს შორის ყველაზე მეტი მიიღო „ლევერკუზენმა“, რომელმაც ფინალში წააგო „ატალანტასთან“ – 41.2 მილიონი. თავად ბერგამოულმა კლუბმა დაახლოებით 34 მილიონი ევრო გამოიმუშავა.

2023-24 წლების სეზონის ევროტურნირებზე საერთო საპრიზო ფონდმა 2.2 მილიარდი ევრო შეადგინა. მიმდინარე სეზონში ახალი ფორმატის წყალობით ეს თანხა 25 პროცენტით არის გაზრდილი.