„რეალმა“ 16 წლის ვუნდერკინდი შეიძინა
„რეალმა“ 16 წლის ვუნდერკინდი შეიძინა

ფორვარდი პაუ ერერა მადრიდის „რეალის“ წევრი გახდა. 16 წლის ესპანელმა ფეხბურთელმა, რომელიც ქვეყანაში ერთ-ერთ ყველაზე ნიჭიერ მოთამაშედ მიიჩნევა, ოფიციალურად გამოაცხადა, რომ ტოვებს „კასტელიონს“ და კარიერას მადრიდში გააგრძელებს.

„დღეს დასრულდა ჩემი ისტორია „კატელიონში“, სადაც ზრდის საშუალება მქონდა როგორც მოთამაშეს და როგორც პიროვნებას. ახლა ვაპირებ დავიწყო ახალი ეტაპი,“ – დაწერა ფერერმა.

ფეხბურთელის „რეალში“ გადასვლა დაადასტურა „კასტელინოს“ პრესსამსახურმაც. კლუბებს შორის გარიგების პირობები არ გამჟღვანებულა.