„რეალის“ ყოფილი ფორვარდი ბრაზილიის ციხეში 9 წელს გაატარებს #1TVSPORT
„რეალის“ ყოფილი ფორვარდი ბრაზილიის ციხეში 9 წელს გაატარებს #1TVSPORT

„რეალის“, „მილანისა“ და ბრაზილიის ნაკრების ყოფილი ფორვარდი რობინიო 9-წლიან პატიმრობას მოიხდის ბრაზილიის ციხეში, – წერს ფრანგული გაზეთი „ეკიპი“.

რობინიო იტალიის სასამართლომ 23 წლის ქალის ჯგუფური გაუპატიურებისთვის გაასამართლა. ინციდენტი 2013 წელს მილანის ერთ-ერთ ღამის კლუბში მოხდა. ფეხბურთელი სამართალს სამშობლოში გაექცა, სადაც კონსტიტუცია კრძალავს საკუთარი მოქალაქეების ექსტრადაციას.

თუმცა, იტალიის მხარემ ბრაზილიის მთავრობისგან მოითხოვა, რომ „რეალის“ ყოფილ ფეხბურთელს სასჯელი სამშობლოში მოეხადა. აღნიშნავენ, რომ ბრაზილიაში დათანხმდნენ საკუთარი მოქალაქის ციხეში ჩასმას დიპლომატიური ურთიერთობის შესანარჩუნებლად.