„რეალის“ პრეზიდენტმა გუნდის მწვრთნელთა ჯგუფს გამოუცხადა, რომ მბაპე მადრიდელთა რიგებში გადავა #1TVSPORT
მადრიდის „რეალის“ პრეზიდენტმა, ფლორენტინო პერესმა თავისი გუნდის სამწვრთნელო შტაბს აცნობა, რომ „პარი სენ-ჟერმენის“ ფორვარდი კილიან მბაპე ესპანური კლუბის რიგებს შეავსებს.
როგორც ჟურნალისტმა რამონ ალვარეს დე მონმა დაწერა, „რეალი“ და მბაპე ახლოს არიან საბოლოო შეთანხმებასთან.
უფრო ადრე, 3 თებერვალს ფრანგულმა პრესამ გამოაცხადა, რომ მბაპე ზაფხულში „რეალში“ გადავა.
ფორვარდის კონტრაქტი პარიზულ კლუბთან 2024 წლის ზაფხულამდეა ძალაში.
მიმდინარე სეზონში კილიანმა ყველა ტურნირზე 27 მატჩი ჩაატარა, 28 გოლი გაიტანა და ექვსი შედეგიანი გადაცემა შეასრულა.