„რეალის“ პრეზიდენტი სუპერლიგის პროექტზე 50-60 კლუბს ელაპარაკება #1TVSPORT
მადრიდის „რეალის“ პრეზიდენტი ფლორენტინო პერესი ევროპის სუპერლიგაში კლუბების მოსაზიდად მუშაობს.
როგორც ვებგვერდი Vozpopuli ამტკიცებს, პერესს უკვე ჰქონდა კონტაქტი 50-60 გუნდთან და მათ ერთად შეუძლიათ ახალ ტურნირზე ორი ან სამი დივიზიონის შექმნა.
მატჩები გაიმართება შუა კვირას ჩემპიონთა ლიგის, ევროპის ლიგისა და კონფერენციის ლიგის დღეებში.
შეგახსენებთ, რომ 21 დეკემბერს ევროპის სასამართლო გამოაცხადებს გადაწყვეტილებას უეფა-სა და სუპერლიგას შორის დავის შესახებ. ელოდებიან, რომ ამის შემდეგ კლუბებმა უნდა აირჩიონ – დარჩებიან უეფა-ს საერთაშორისო ტურნირების სისტემაში თუ შეუერთდებიან ახალ პროექტს მომდევნო ამ 2025-26 წლების სეზონიდან.