„რეალის“ პრეზიდენტი მზად არის, სუპერლიგის პროექტი პრემიერლიგის კლუბების გარეშე ჩაუშვას #1TVSPORT
მადრიდის „რეალის“ პრეზიდენტი ფლორენტინო პერესი ისევ ფიქრობს ევროპის სუპერლიგის პროექტის ამოქმედებას. ამის შესახებ წერს გამოცემა Defensa Central-ი.
წყაროს ცნობით, პერესი მზად არის განახორციელოს პროექტი იმის მიუხედავად, შეძლებს თუ არა ინგლისური კლუბების დაყოლიებას.
ევროკავშირის სასამართლო 21 დეკემბერს გამოაცხადებს გადაწყვეტილებას უეფა-სა და სუპერლიგას შორის დაპირისპირებაზე და ამ გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული, გაუჩნდებათ თუ არა კლუბებს შესაძლებლობა, შექმნან ახალი ტურნირი ევროპის საფეხბურთო ასოციაციების კავშირის ეგიდით.
წარმატებული ვერდიქტის შემთხვევაში პერესი მზად იქნება, ჩაუშვას სუპერლიგის პროექტი მისი მონაწილეების შემადგენლობის მიუხედავად.