„რეალის“ ოთხი ფეხბურთელი „არსენალთან“ მატჩის წინ უეფა-სგან დისკვალიფიკაციას გადაურჩა #1TVSPORT
„რეალის“ ოთხი ფეხბურთელი „არსენალთან“ მატჩის წინ უეფა-სგან დისკვალიფიკაციას გადაურჩა #1TVSPORT

უეფა-ს სადისციპლინო კომიტეტმა გადაწყვეტილება მიიღო მადრიდის „რეალის“ ფეხბურთელებთან – ანტონიო რუდიგერთან, კილიან მბაპესთან, დანი სებალიოსთან და ვინისიუსთან დაკავშირებით.

ოთხივე მოთამაშე დისკვალიფიკაციას გადაურჩა და შესაბამისად, „არსენალთან“ თამაშის უფლება აქვთ. თუმცა, ზოგიერთ მათგანს ფინანსური ჯარიმა დაეკისრა.

რუდიგერი 40 000 ევროთი დააჯარიმეს, მბაპეს კი 30 000 ევროს გადახდა მოუწევს. გარდა ამისა, მათ ერთმატჩიანი პირობითი დისკვალიფიკაცია ერგოთ, რაც ნიშნავს, რომ წესების განმეორებითი დარღვევის შემთხვევაში სასჯელს მიიღებენ. დანი სებალიოსს 20 000 ევროს გადახდა დაეკისრა, ხოლო ვინისიუსი ყოველგვარი ფინანსური სანქციისგან თავისუფალია.

უეფა ფეხბურთელებს მადრიდის „ატლეტიკოს“ გულშემატკივრების შეურაცხყოფასა და პროვოცირებაში ადანაშაულებდა, რაც „რეალის“ მიერ თანაქალაქელი მეტოქის ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში დამარცხების შემდეგ მოხდა.

საბოლოოდ, ყველაზე მნიშვნელოვანი შედეგი „რეალისთვის“ ის არის, რომ მისი ფეხბურთელები დისკვალიფიკაციას გადაურჩნენ.

ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში „არსენალისა“ და მადრიდის „რეალის“ პირველი მატჩი 8 აპრილს შედგება, ხოლო განმეორებითი – 16 აპრილს.