„რეალის“ მოთამაშეები ტიტულის მოპოვების შემთხვევაში, პრემიალურებზე უარს იტყვიან
„რეალის“ მოთამაშეები ტიტულის მოპოვების შემთხვევაში, პრემიალურებზე უარს იტყვიან

მადრიდის „რეალის“ ფეხბურთელები აპირებენ უარი თქვან პრემიალურ თანხებსა და ბონუსებზე იმ შემთხვევაში, თუ ესპანეთის ჩემპიონატში ან ჩემპიონთა ლიგაზე გაიმარჯვებენ. მიზეზი კორონავირუსის ფონზე წარმოქმნილი ფინანსური სირთულეებია.

ესპანეთის ჩემპიონატში „რეალი“ 34 ტურის შემდეგ ლიდერობს. მას 77 ქულა აქვს და უახლოეს მდევარ „ბარსელონას“ ოთხი ქულით უსწრებს.

ასევე, მადრიდელები აგრძელებენ ბრძოლას ჩემპიონთა ლიგაზე, თუმცა, მერვედფინალის პირველი მატჩი შინ „მანჩესტერ სიტისთან“  წააგეს (1:2).