მადრიდის „რეალის“ მცველმა ედერ მილიტაომ კვირას, დადებითი ტესტი ჩააბარა კორონავირუსზე. ამის შესახებ დაწერა „სამეფო კლუბის“ ოფიციალურმა ვებგვერდმა.
ფეხბურთელი თვითიზოლაციაში გადაიყვანეს.
ასევე იუწყებიან, რომ ძირითადი გუნდის ყველა დანარჩენი მოთამაშე და კლუბის მომსახურე პერსონალი ჯანმრთელია.
3 ნოემბერს, „რეალი“ ჩემპიონთა ლიგაზე ითამაშებს „ინტერის“ წინააღმდეგ. ეს არის მესამე ტურის შეხვედრა, რომელიც მადრიდში გაიმართება.