„სამეფო კლუბის“ ყოფილი პრეზიდენტის ლორენსო სანსის გარდაცვალებიდან რამდენიმე დღის შემდეგ, კორონავირუსი „რეალის“ კიდევ ერთ ექსპრეზიდენტს გამოუვლინდა.
72 წლის ფერნანდო მარტინი მადრიდის ერთ-ერთ საავადმყოფოში გადაიყვანეს, – იუწყება Marca.
ფერნანდო მარტინი „რეალის“ პრეზიდენტად 2006 წელს დაინიშნა, მაგრამ ამ თანამდებობაზე მხოლოდ ორი თვე იყო.