„რეალის“ ექსპრეზიდენტს კორონავირუსი აღმოაჩნდა
„რეალის“ ექსპრეზიდენტს კორონავირუსი აღმოაჩნდა

„სამეფო კლუბის“ ყოფილი პრეზიდენტის ლორენსო სანსის გარდაცვალებიდან რამდენიმე დღის შემდეგ, კორონავირუსი „რეალის“ კიდევ ერთ ექსპრეზიდენტს გამოუვლინდა.

72 წლის ფერნანდო მარტინი მადრიდის ერთ-ერთ საავადმყოფოში გადაიყვანეს, – იუწყება Marca.

ფერნანდო მარტინი „რეალის“ პრეზიდენტად 2006 წელს დაინიშნა, მაგრამ ამ თანამდებობაზე მხოლოდ ორი თვე იყო.