რეალის დირექტორთა საბჭოს წევრი ანხელ ლუის ერას არუადოსი გარდაიცვალა
რეალის დირექტორთა საბჭოს წევრი ანხელ ლუის ერას არუადოსი გარდაიცვალა

გარდაიცვალა „რეალის“ დირექტორთა საბჭოს წევრი, ნხელ ლუის ერას არუადოსი, რომელიც მადრიდულ კლუბში 1956 წლიდან მუშაობდა.

მისი გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია „რეალის“ ოფიციალურმა ვებ-გვერდმა გაავრცელა. შეტყობინებაში ნათქვამია, რომ ის კლუბში 62 წლის განმავლობაში მუშაობდა. ამ ხნის განმავლობაში რეალმა 40 ტიტული მოიპოვა.

„ბოლო დრომდე ის იყო ერთგულების მაგალითი, „რეალის“ ერთგულების. ანხელ ლუის ერასმა თავისი მუშაობით და საქმის სიყვარულით დიდი წვლილი შეიტანა კლუბის განვითარებაში და მოდერნიზაციაში,რათა „რეალი“ გამხდარიყო ლიდერი და ორიენტირი მსოფლიო სპორტში. მისი გარდაცვალება დიდი დანაკლისია რეალისთვის და მთლიანად მადრიდისთვის,“ – ნათქვამია განცხადებაში.