მადრიდის „რეალის“ საწვრთნელ ბაზას, შესაძლოა, ფლორენტინო პერესის სახელი მიენიჭოს.
გაზეთ Marca-ს ინფორმაციით, „ვალდებებასისთვის“ სახელის გადარქმევის ინიციატივით გამოვიდა „რეალის“ რამდენიმე ფანკლუბი. ამ წინადადებას დადებითი გამოხმაურება ჰქონდა და ახლა მას „რეალის“ გენერალურ ასამბლეაზე განიხილავენ.
76 წლის პერესი ორჯერ იყო მადრიდული კლუბის პრეზიდენტი: 2000-06 წლებში და 2009 წლიდან დღემდე.