„რეალი“ ყველაზე ძვირად ღირებული საფეხბურთო ბრენდია, „ბარსელონა“ მეორეა, „არსენალი“ – მესამე #1TVSPORT
მადრიდის „რეალი“ კვლავ მიიჩნიეს მსოფლიოში ყველაზე ძვირად ღირებულ საფეხბურთო ბრენდად.
50 საფეხბურთო კლუბისგან შემდგარი სია წარმოადგინა ლონდონურმა კონსალტინგურმა კომპანიამ, Brand Finance-მა.
„რეალი“, ზედიზედ მესამე წელია, სათავეში უდგას რეიტინგს. „ბარსელონამ“, შარშანდელის მსგავსად, მეორე ადგილი დაიკავა, ხოლო „არსენალი“ მერვედან მესამე ადგილზე გადავიდა.
ტოპათეულში შევიდნენ:
- რეალი – 2.766 მლრდ დოლარი
- ბარსელონა – 2.276 მლრდ
- არსენალი – 1.772 მლრდ
- ბაიერნი – 1.748 მლრდ
- პსჟ – 1.734 მლრდ
- მანჩესტერ სიტი – 1.709 მლრდ
- ლივერპული – 1.695 მლრდ
- მანჩესტერ იუნ – 1.659 მლრდ
- ჩელსი – 1.101 მლრდ
- დორტმუნდი – 766 მლნ
სიის პირველ ნახევარში ასევე მოხვდნენ: „ატლეტიკო“, „ინტერი“, „ტოტენჰემი“, „მილანი“, „ასტონ ვილა“, „იუვენტუსი“, „ნიუკასლი“, „ლევერკუზენი“, „სპორტინგი“, „ნაპოლი“, „ლაიპციგი“, „ბენფიკა“, „აიაქსი“, „რომა“ და „პორტუ“.