„რეალი“ ვინისიუსის გაყიდვის ვარიანტს განიხილავს #1TVSPORT
მადრიდის „რეალი“ განიხილავს ბრაზილიელი ფორვარდის, ვინისიუსის გაყიდვის ვარიანტს. ამის შესახებ იტყობინება Radio Marca-ს ჟურნალისტი რამონ ალვარესი.
ელოდებოდნენ, რომ 25 წლის გარემარბი დათანხმდებოდა მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატის შემდეგ „სამეფო კლუბთან“ კონტრაქტის გახანგრძლივებას, მაგრამ ბრაზილიელს დღემდე არ მიუცია პასუხი, ხოლო ფეხბურთელის სახელფასო მოთხოვნები არ შეცვლილა.
„რეალის“ ხელმძღვანელობაში განიხილავენ ამ ზაფხულს ვინისიუსის გაყიდვის ვარიანტს, რადგან მასთან ხელშეკრულება 2027 წლის ზაფხულში იწურება. მადრიდში არ სურთ ფორვარდის ინტერესების კლუბის ინტერესებზე მაღლა დაყენება.