„მანჩესტერ სიტის“ ფორვარდი რაჰიმ სტერლინგი მადრიდის „რეალის“ ინტერესთა სფეროში შედის, – იტყობინება გაზეთი „დეილი მეილი“.
26 წლის ინგლისელმა დაკარგა „სიტის“ მთავარი მწვრთნელის ხოსეპ გვარდიოლას ნდობა, რომელიც ბოლო პერიოდში უპირატესობას ფილ ფოდენს ანიჭებს. „რეალი“ აპირებს ამ სიტუაციით სარგებლობას.
თუმცა, აღნიშნავენ, რომ მანჩესტერული კლუბი არ გაუშვებს სტერლინგს 80 მილიონ ფუნტზე ნაკლებ თანხად. ფორვარდის კონტრაქტი „სიტისთან“ 2023 წლის ზაფხულამდეა ძალაში.
ამ სეზონში სტერლინგმა ყველა ტურნირზე 42 მატჩი ჩაატარა, 13 გოლი გაიტანა და 11 შედეგიანი პასი შეასრულა.