„რეალი“ მზად არის სერია A-ს MVP-ში 120 მილიონი გადაიხადოს #1TVSPORT
მადრიდის „რეალი“ დაინტერესებულია „მილანის“ გარემარბის რაფაელ ლეაოს გაფორმებით.
La Gazzetta dello Sport-ის ინფორმაციით, მადრიდული კლუბი მზად არის 120 მილიონი ევრო გადაიხადოს 22 წლის პორტუგალიელის სანაცვლოდ, რომელიც 2021-22 წლების სეზონში იტალიის ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა.
მას შემდეგ, რაც ფორვარდმა კილიან მბაპემ კონტრაქტი გააგრძელა „პარი სენ-ჟერმენთან“, ლეაო „რეალის“ ძირითადი სამიზნე გახდა სატრანსფერო ბაზარზე.
რაფაელ ლეაოს კონტრაქტი „მილანთან“ 2024 წლის ზაფხულამდეა ძალაში. მისი სატრანსფერო ღირებულება 50 მილიონ ევროს შეადგენს.