„რეალი“ მზად არის ბეილის გასაყიდად
„რეალი“ მზად არის ბეილის გასაყიდად

მადრიდის „რეალის“ ფორვარდმა გარეტ ბეილმა, შესაძლოა ზაფხულში მადრიდული კლუბი დატოვოს.

იტყობინებიან, რომ „სამეფო კლუბი“ მზად არის მოლაპარაკებები გამართოს გუნდებთან, რომლებიც პრეტენზიას აცხადებენ 30 წლის უელსელზე.

ბეილის მოქმედი კონტრაქტი გუნდთან 2022 წლის ზაფხულამდეა ძალაში. ფეხბურთელის სატრანსფერო ღირებულება 40 მილიონ ევროს უტოლდება.

წლევანდელ სეზონში ბეილმა 17 ოფიციალურ მატჩში მიიღო მონაწილეობა, ორ-ორი გოლი და შედეგიანი გადაცემა მიითვალა.