„რეალი“ მბაპეს 2020 წელს შეიძენს
„რეალი“ მბაპეს 2020 წელს შეიძენს

მადრიდის „რეალი“ იმედოვნებს, რომ „პარი სენ-ჟერმენის“ ფორვარდს კილიან მბაპეს მომდევნო ზაფხულს შეიძენს, – ამტკიცებს გაზეთი „ასი“ (AS). ამ ზაფხულს ფრანგის შეძენა ნაკლებად სავარაუდოა – მადრიდელებმა უკვე ბევრი დახარჯეს ტრანსფერებზე და ვერ ჩაჯდებიან ფინანსურ ფეარ პლეიში. „რეალმა“ „აინტრახტიდან“ 60 მილიონ ევროდ შეიძინა ლუკა იოვიჩი, „ჩელსიდან“ კი 100 მილიონად – ედენ აზარი.

ამასთან, „რეალმა“ შეიძლება უარი თქვას მბაპეს ტრანსფერზე, თუ თავად ფეხბურთელი დიდად არ მოისურვებს „პარი სენ-ჟერმენის“ დატოვებას. მადრიდელთა პრეზიდენტს ფლორენტინო პერესს არ სურს ურთიერთობის გაფუჭება პარიზული კლუბის მფლობელებთან – ყატარის სამეფო ოჯახთან.

მბაპე ორჯერ გახდა საფრანგეთის ჩემპიონი. გასულ სეზონში მან 43 ოფიციალური მატჩი ჩაატარა, 39 გოლი გაიტანა და ხუთი შედეგიანი პასი შეასრულა.