„რეალი“ მასტანტუონოს იჯარით გაუშვებს – ჟოზე მოურინიოს არგენტინელი არ სჭირდება #1TVSPORT
მადრიდის „რეალის“ მთავარი მწვრთნელი ჟოზე მოურინიო არ აპირებს ახალ სეზონში აქცენტის გაკეთებას არგენტინელ ნახევარმცველზე ფრანკო მასტანტუონოზე.
შესაბამისად, ესპანური გრანდი აპირებს 19 წლის ფეხბურთელის იჯარით გაშვებას. მასტანტუონოს გაყიდვა არ იგეგმება, რადგან მადრიდში კვლავინდებურად სჯერათ მისი პოტენციალის.
არგენტინელისთვის ყველაზე რეალური ვარიანტია „ფიორენტინაში“ კარიერის გაგრძელება. იტალიური კლუბი მზად არის, მასტანტუონო იჯარით აიყვანოს და სოლიდური სათამაშო დროის გარანტიაც მისცეს. გარდა ამისა, მანამდე არგენტინელმა იტალიის მოქალაქეობა მიიღო და ლეგიონერად არ ჩაითვლება.
მასტანტუონოთი ასევე ინტერესდებიან „რივერ პლეიტი“, „ვილიარეალი“ და „ფულჰემი“, რომელსაც „რეალის“ ყოფილი მწვრთნელი ალვარო არბელოა ავარჯიშებს.
გასულ სეზონში ფრანკო მასტანტუონომ ლა ლიგაში 23 მატჩი ჩაატარა და ერთი გოლი გაიტანა.