„რეალი“ მანუ კონეთი ინტერესდება #1TVSPORT
მადრიდის „რეალი“ „რომას“ ნახევარმცველით, მანუ კონეთი დაინტერესდა.
ესპანური კლუბი თვალს ადევნებს საფრანგეთის ნაკრების 25 წლის ფეხბურთელს და განიხილავს მას მოედნის ცენტრის პოტენციურ გაძლიერებად. მაგრამ კონეს გაფორმებისთვის „რეალს“ რომელიმე თავისი წამყვანი ნახევარმცველის გაშვება მოუწევს.
მადრიდული კლუბი არ გამორიცხავს პრემიერლიგის რომელიმე გუნდში თავისი ნახევარმცველის ტრანსფერს. ადრე წერდნენ იმის შესახებ, რომ „მანჩესტერ იუნაიტედი“, „ლივერპული“ და „ჩელსი“ ინტერესდებიან ედუარდო კამავინგათი და ორელიენ ჩუამენით.
გაზეთ AS-ის ინფორმაციით, ფრანგის გამოსასყიდი თანხა დაახლოებით 60 მილიონ ევროს შეადგენს.
შარშან კონემ სერია A-ში 29 მატჩი ჩაატარა, ორი გოლი გაიტანა და სამი შედეგიანი გადაცემა შეასრულა. მსოფლიო ჩემპიონატზე ის საფრანგეთის ნაკრების ძირითადი შემადგენლობის წევრი იყო.