მადრიდის „რეალის“ ნახევარმცველი ხამეს როდრიგესი, რომელიც „ბაიერნში“ ორწლიანი იჯარის უფლებებით თამაშობს, შესაძლოა, უკვე 2018 წლის ზაფხულში დაბრუნდეს ესპანეთის დედაქალაქში, – იტყობინება Mundo Deportivo.
წყაროს ცნობით, 26 წლის კოლუმბიელი ზინედინ ზიდანს კრიშტიანუ რონალდუს წასვლის შემთხვევაში დასჭირდება.
„რეალის“ მთავარ მწვრთნელს მიაჩნია, რომ „რეალის“ ამჟამინდელ მოთამაშეებს – დანი სებალიოსსა და ბორხა მაიორალს პორტუგალიელი ფორვარდის სრულფასოვნად შეცვლა არ შეუძლიათ.
როდრიგესის მიმდინარე ხელშეკრულება „ბაიერნთან“ 2019 წლის ზაფხულამდეა ძალაში, რის შემდეგაც მიუნხენელებს ფეხბურთელის გამოსყიდვის პირველადი უფლება გაუჩნდებათ.
ამ სეზონში ხამესმა ბუნდესლიგის 15 მატჩში ოთხი გოლი გაიტანა და ექვსი საგოლე პასი შეასრულა.