„რეალი“ ხამესს დაიბრუნებს
„რეალი“ ხამესს დაიბრუნებს

მადრიდის „რეალის“ ნახევარმცველი ხამეს როდრიგესი, რომელიც „ბაიერნში“ ორწლიანი იჯარის უფლებებით თამაშობს, შესაძლოა, უკვე 2018 წლის ზაფხულში დაბრუნდეს ესპანეთის დედაქალაქში, – იტყობინება Mundo Deportivo.

წყაროს ცნობით, 26 წლის კოლუმბიელი ზინედინ ზიდანს კრიშტიანუ რონალდუს წასვლის შემთხვევაში დასჭირდება.

„რეალის“ მთავარ მწვრთნელს მიაჩნია, რომ „რეალის“ ამჟამინდელ მოთამაშეებს – დანი სებალიოსსა და ბორხა მაიორალს ​პორტუგალიელი ფორვარდის სრულფასოვნად შეცვლა არ შეუძლიათ.

როდრიგესის მიმდინარე ხელშეკრულება „ბაიერნთან“ 2019 წლის ზაფხულამდეა ძალაში, რის შემდეგაც მიუნხენელებს ​ფეხბურთელის გამოსყიდვის პირველადი უფლება გაუჩნდებათ.

ამ სეზონში ხამესმა ბუნდესლიგის 15 მატჩში ოთხი გოლი გაიტანა და ექვსი საგოლე პასი შეასრულა.