„რეალი“ იან დიომანდეს ტრანსფერზე „ლაიპციგს“ მოელაპარაკა #1TVSPORT

06:59, 27.07.2026

„ლაიპციგის“ გარემარბი იან დიომანდე, დიდი ალბათობით, კარიერას „რეალში“ გააგრძელებს, – იტყობინება გაზეთი AS-ი.

მადრიდული კლუბი მოელაპარაკა „ლაიპციგს“ 19 წლის ფეხბურთელის ტრანსფერზე – „რეალი“ კოტდივუარელ ფეხბურთელში 115-120 მილიონ ევროს გადაიხდის. გუნდებს რჩებათ გარიგების ბოლო დეტალების შეთანხმება. ოფიციალურად ტრანსფერის შესახებ, შეიძლება, 27 ივლისს გამოაცხადონ.

დიომანდეს „რეალში“ სავარაუდო ტრანსფერი ასევე დაადასტურა სოციალურ ქსელში იტალიელმა ჟურნალისტმა ჟურნალისტმა, ფაბრიციო რომანომ. მისი ინფორმაციით, ფეხბურთელი სულ მალე გაემგზავრება მადრიდში სამედიცინო შემოწმების გასავლელად და კონტრაქტის გასაფორმებლად, რომელიც 2031 წლის ზაფხულამდე იქნება ძალაში.

გასულ სეზონში დიომანდემ „ლაიპციგში“ 36 მატჩი ჩაატარა, 13 გოლი გაიტანა და 10 შედეგიანი გადაცემა შეასრულა.

მსგავსი