„რეალი“ ბეილის დაბრუნებას განიხილავს
„რეალი“ ბეილის დაბრუნებას განიხილავს

მადრიდის „რეალი“ მზად არის, კიდევ ერთი შანსი მისცეს გარეთ ბეილს, რომელიც იჯარის წესით „ტოტენჰემში“ ჰყავს გაშვებული. სამეფო კლუბის ხელმძღვანელები იმედოვნებენ, რომ გადახედავენ უელსელის კონტრაქტს, რომელსაც 2023 წლამდე აქვს ვადა და ამ პერიოდში ფეხბურთელისთვის კიდევ 40 მილიონ ევრომდეა გადასახდელი. „ტოტენჰემში“ კარგი თამაშის შემთხვევაში ბეილი ესპანეთში დაბრუნდება და რეალს დაეხმარება.

მადრიდელების მხრიდან ბეილთან ურთიერთობის დალაგების მცდელობები სწორედ უელსელის მეგა კონტრაქტს უკავშირდება. მისი გადახედვის შემთხვევაში „რეალს“ შანსი ექნება, კილიან მბაპეს ტრანსფერზე უფრო მეტად იაქტიუროს.